ახალი ამბები
ტაძრისში გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღე აღნიშნეს
სოფელ ტაძრისში ათონელობა აღნიშნეს. წმინდანის ხსენების დღე სოფელში უკვე სახალხო დღესასწაულად იქცა. წელს უკვე მეორედ აღინიშნა და მასშტაბური სახე მიიღო. ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. სპორტსმენები ერთმანეთს ჭადრაკში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ. დღესასწაული კონცერტით გაგრძელდა სადაც მონაწილეობა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა და ქორეოგრეფიულმა ანსამბლებმა მიიღეს. გიორგი ათონელის ხსენების დღეს დაბადებულ ოთხ ადგილობრივს საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები, დიპლომები და მედლები გადაეცათ მონაწილეებს. მასშტაბური ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
გიორგი მთაწმინდელი-ათონელის სასულიერო ცხოვრება ტაძრისს უკავშირდება. მან პირველი ნაბიჯები ტაძრისის დედათა მონასტერში გადადგა სადაც 3 წელი ცხოვრობდა.


Print