ახალი ამბები
"აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო" - მიხაილ როთი
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო. სხვა მხრივ, რუსეთი რჩება ჩვენს მეზობლად და ჩვენ გვჭირდება ღია, გულწრფელი, თუმცა ასევე კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, რათა მოვაგვაროთ არსებული დავები - აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაილ როთმა გააკეთა. მან საქართველოს თანადგომა გამოუცხადა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული ურთიერთობის მოგვარებაში.

„კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ყველა ჩვენგანს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ერთი ევროპული ოჯახი ვართ და ჩვენ ერთნი ვართ. ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში ბევრ ახალგაზრდას უყვარს ევროკავშირი და სურს ამ უნიკალური წარმატების ისტორიის ნაწილი გახდეს. ევროკავშირი, პირველ რიგში, არის საერთო ღირებულებების ერთიანობა, ეს არ არის მხოლოდ ერთიანი ბაზარი. სწორედ ამიტომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და ასევე სექსუალური უმცირესობისადმი პატივისცემა არის ყველა ჩვენგანისთვის საკვანძო პრინციპი. მსურს მოვუწოდო სამოქალაქო საზოგადოებას, რომ იყოს ამ პროცესების ძირითადი ნაწილი. წარმომიდგენია რამდენად დამღლელია ეს ადამიანებისთვის. ტრანსფორმაცია არის გრძელი და უსწორმასწორო გზა, თუმცა ბოლოს ეს მაინც ამად ღირს. ეს არის ადამიანების დაახლოების, დემოკრატიის გაძლიერების, სამუშაო ადგილებისა და კეთილდღეობის შექმნის შანსი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. ცალსახად შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა მოსაზრებების გასაცვლელად და იმის ნათელსაყოფად, რომ ევროკავშირი ძალიან დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპისა და განსაკუთრებით საქართველოს კეთილდღეობაში, სტაბილურობაში, მშვიდობაში, დემოკრატიულობასა და თავისუფლებაში“ - განაცხადა მიხაილ როთმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდები აქციას პარლამენტთან
დღეს, 20 აპრილს კვლავ 19:00 საათზე გამართავენ.
10:39 / 20.04.2024
ახალგაზრდები აქციას პარლამენტთან დღეს, 20 აპრილს კვლავ 19:00 საათზე გამართავენ.
დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა
ქვეყნის მასშტაბით ქალთა მარშს აწყობს. მარში 17:00 საათზე
რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და გამომსვლელები პარლამენტისკენ
გაეშურებიან.
08:50 / 20.04.2024
დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით ქალთა მარშს აწყობს. მარში 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და გამომსვლელები პარლამენტისკენ გაეშურებიან.
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის
ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში
სიახლეა.
14:31 / 19.04.2024
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ
კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
20:32 / 17.04.2024
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.