ახალი ამბები
აღდგენილი მემკვიდრეობა - მესხური ღვინის გზა ევროპაში
პირველი მესხური ღვინო ნათენაძეების ოჯახმა 2009 წელს დააყენა.ამის შემდეგ დაიწყო მრავალწლიანი ძიების გზა უნიკალური და მივიწყებული მესხური ჯიშების აღმოსაჩენად.დღეს მესხ მეღვინეს 24 დასახელების ყურძნის ადგილობრივი ჯიში აქვს აღდგენილი. ყურძნის დაკარგული ჯიშების მოძიების პარალელურად გიორგი ნათენაძემ საინტერესო სივრცე შექმნა,ტერასული მევენახეობის სახით აღდგენილი მესხური ღვინის ისტორია არაერთი ტურისტის დაინტერესებას იწვევს.ტერასებზე 30 000 ძირი ვაზია გაშენებული და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ახალი ჯიშების მოძიება და დარგვა.მესხი მეღვინე 4 დასახელების ღვინოს აწარმოებს.გიორგი ნათენაძე წელიწადში 2000-დან 4000-მდე ბოთლი ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 7 ქვეყანაში ახდენს.მესხური ღვინის საექსპორტო ფასი 15 ევროდან იწყება და ჯიშების,ასევე დაძველების მიხედვით იზრდება.
უკვე შემდგარი და წარმატებული მეღვინე,რომელმაც ადგილი ევროკავშირის ბაზარზე დაიმკვიდრა ახალბედა მეწარმეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.ამბობს,რომ პროდუქციის წარმატებისთვის ღვინის ხარისხთან ერთად მთავარი მისი რეკლამირება და ცნობადობის გაზრდაა.

გიორგი ნათენაძე ამბობს,რომ მისი ბიზნესის წარმატება უწყვეტ განვითარებასა და სიახლეებისკენ სწრაფვაშია.

მასალა მომზადდა, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის - “ვიშეგრადის 4 ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში.



Print