ახალი ამბები
ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის კვლავ დაძაბული ვითარებაა.საპროტესტო აქციაზე გამომსვლელების ინფორმაციით, თბილისისკენ მოსახლეობა რეგიონებიდანაც დაიძრა. გამომსვლელები პოლიციას და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებენ ხალხის მხარეს დადგნენ.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობას ერთი საათი მისცეს, რომ გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური გადადგნენ.ისინი აცხადებენ,რომ პასუხისმგებლობა იმ პირებმა უნდა აიღონ, ვინც ქვეყანაში სერგეი გავრილოვის შემოსვლა დაუშვეს.


მათი ინფორმაციით, უკიდურეს ვადამდე, 00:00 საათამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ისინი პარლამენტის შენობაში შევლენ.


შეგახსენებთ,რომ დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი.
სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ.გავრილოვი სასტუმრო „რედისონიდან“ დაახლოებით, 17:15 საათზე დაცვის თანხლებით გამოიყვანეს, თუმცა, გავრილოვისთვის განკუთვნილ მანქანაში დეპუტატი დაცვამ ვერ ჩასვა და მას რამდენიმე მეტრის გარბენა მოუწია. აქციის მონაწილეებმა გავრილოვს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

 




 


 

 

Print