ახალი ამბები
ავარიის დეტალები - გარდაცვლილი ქალი და დაშავებული მცირეწლოვანი გოგონები

დღეს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე,ბორჯომში,ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.გზის გადაკვეთისას ქვეითად მოსიარულეებს 60-წლამდე ქალს და ორ მცირეწლოვან გოგონას მანქანა დაეჯახა.დაზარალებულები ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს,60-წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმე იყო,მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.რაც შეეხება მცირეწლოვან გოგონებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაზარალებულები ადგილობრივები არ არიან,ისინი ბორჯომში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი "მესხეთის თეატრის" მსახიობი გალინა ხვიჩიაა.ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მუშაობდნენ.ფაქტზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

 


Print