ახალი ამბები
საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი აქვს, კანონით დარეგულირდება
საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება. ჰერალდიკის საბჭოს ინფორმაციისთ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს.

„ეს მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები ან კონფლიქტი“, - აღნიშნავენ ჰერალდიკის საბჭოში.
Print