თბილისში,14 წლის გოგონას მოწამვლა სავარაუდოდ, სახიფათო თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდება. გოგონას დედის განცხადებით, მოზარდი ბოლო პერიოდში უცნაურად იქცეოდა და გარკვეული შიშები ჰქონდა.
„ყველა მეუბნებოდა, რომ ბავშვი არის დეპრესიაში. გვხვდება და ვითომ ვერ გვხედავსო... ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, ფსიქოლოგთან წამიყვანეო, მეუბნებოდა. კარგი, წაგიყვან-მეთქი. ეს საუბარი იყო ხუთშაბათს ან პარასკევს. პარასკევს საღამოს ზედა სართულიდან ჩამოვედი და მის საძინებელში რომ შევედი, ტელეფონი ეჭირა. ვუთხარი, გაკვეთილები აიღე-მეთქი. დავინახე, რომ რაღაცა თამაში ჰქონდა ჩართული და უცებ გამორთო. ამ ბოლო დროს ხშირად ვეჩხუბებოდი, სულ ტელეფონში ნუ ხარ მეთქი“ - განაცხადა მოზარდის დედამ.
62 წლის ლია წიქარიშვილმა ბორომის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის სტაციონარული მომსახურებით ისარგებლა. კარდიოლოგიური საჭიროების მქონე ბორჯომელ პაციენტს დახმარება ჯანმრთელობის გაუარესების გამო დასჭირდა.