ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დაჭრილ თანამშრომლებს საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერენ

რამდენიმე დღის წინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.დაჭრილები ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული.მათ ოპერაცია ჩაუტარდათ და საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერენ.


გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. მომხდარს ადასტურებენ შშს-ში,უწყება ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ტელეკომპანია "ბორჯომი", უახლეს ცნობებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 



 

Print