ახალი ამბები
ცემთან მომხდარი მკვლელობის დეტალები
ცემთან, დილის 10:00 საათზე, გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი მოკლულია,როგორც მისი მეუღლე ამბობს 59 წლის აკაკი პაპიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.მამაკაცი ბაკურიანისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ,სწრაფი კვების ჯიხურში მუშობდა,მეუღლემ იგი ბოლოს საღამოს ნახა,დილით კი აკაკი პაპიძე გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია,რომ ცემთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში მკვლელობა გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.


Print