ახალი ამბები
შსს-მ ცემთან მომხდარი მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცემთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო

, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში მკვლელობა გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

შეგახსენებთ,რომ გარდაცვლილი 59 წლის აკაკი პაპიძეა.მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ის ბაკურიანის ცენტრალურ გზაზე მდებარე ჯიხურში ვაჭრობდა. შემთხვევა სავარაუდოდ ღამით მოხდა. გარდაცვლილი ბორჯომში ცხოვრობდა.

დეტალები ნახეთ,სიუჟეტში,რომელიც უახლოეს წუთებში ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსდება.

Print