ანსამბლი "მზეშინა" და მომღერალი ოთო ჩუხრუკიძე საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე
19:08 / 10.06.2019
მგალობელ-მომღერალთა გუნდმა "მზეშინამ" და მომღერალმა ოთო ჩუხრუკიძემ,
ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში
მონაწილეობა მიიღეს.
"მზეშინა" და მომღერალი ოთო ჩუხრუკიძე მაყურებლის წინაშე
საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ.
ფესტივალში 5 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.ანსამბლი
"მზეშინა" ეთნიკური კულტურის განვითარებისა და ფესტივალში
მონაწილეობისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
"მზეშინა" განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბორჯომის კულტურისა და
ხელოვნების ცენტრის დირექტორს ნუნუ ხოლუაშვილს გამოხატული
მხარდაჭერისთვის.