ახალი ამბები
აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა

სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 50-წლამდე ასაკის ქალი ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

„პაციენტი კლინიკაში უმძიმესი მდგომარეობით შემოვიდა. მას სხეულის სხვადასხვა არეში, ბასრი საგნით მიყენებული 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებები მიყენებული აქვს კისრის, სახის, გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირის არეში, ასევე მუცლის არეში რამდენიმე შემავალი ჭრილობაა. პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი, ფილტვები. გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია“ - განაცხადა ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა ლექსო ხეთაგურმა.

რაც შეეხება დანაშაულის ჩამდენ პირს, ის იდენტიფიცირებულია. თუმცა, დაკავებული არ არის.

უწყების ინფორმაციითვე, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

Print