ახალი ამბები
მაისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა
ქვეყანაში, 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი 131 ფაქტიდან 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მათი ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 9,746.21 მ3 ხე-ტყე.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 23 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 19 ფაქტი, იმერეთში - 16, გურიაში - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 15, მცხეთა-მთიანეთში - 11, შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლის მასშტაბით - 13, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 18 ფაქტი დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი და ამოღებულია 12 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა - 56). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
Print