ახალი ამბები
რიკოთზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია
ერთ საათზე მეტია, რიკოთის გვირაბთან, შემოვლით გზაზე საცობია და ავტომანქანებით გადაადგილება შეუძლებელია. სატრანსპორტო საშუალებები ვერ გადაადგილდებიან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. მგზავრებს არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია შეზღუდვა. ვარაუდობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც შეზღუდულია მოძრაობა.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.


Print