ახალი ამბები
ბორჯომი და რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
ძლიერი სეტყვა იყო დაბა ბაკურიანში. ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით 3 საათისთვის დაიწყო და 5 წუთი გაგრძელდა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.



ბაკურიანის რწმუნებულის თქმით, დაზიანდა რამდენიმე ადგილობრივის ავტომობილი. მისი ინფორმაციით, სეტყვას ბაკურიანში სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია.

"ასეთი სეტყვა არ ახსოვს ბაკურიანს. დაზიანდა რამდენიმე კერძო ავტომობილი. სხვა ყველაფერი რიგზეა. ელექტროენერგიაც, ბუნებრივი აირიც და ყველაფერი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მოსახლეობას" - აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ბაკურიანის რწმუნებული გოჩა გობრონიძე.

აღნიშნული ვიდეო ბაკურიანშია გადაღებული. ვიდეო, ფრიდონ რიბაკონმა გადაიღო და საკუთარ სოციალურ ქსელში ატვირთა.



ბაკურიანის შემდეგ, ქალაქი ბორჯომიც დაისეტყვა.  ვიდეო, ტელეკომპანია "ბორჯომის" მიერ, ბორჯომშია გადაღებული.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, ქალაქ ბორჯომის და ბაკურიანის გარდა, დაისეტყვა სოფლები - დვირი და ქვაბისხევიც. დავით ზაალიშვილის განცხადებით, სეტყვას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია. იგივეს ამბობენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ლევან ხუციშვილის თქმით, სახანძრ-სამაშველო სამსახურში შეტყობინება არ შესულა.




Print