ახალი ამბები
დღეს ქვეყანაში შუალედური არჩევნები ტარდება
დღეს ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში - მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. ასევე, დღეს მიმდინარეობს საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

არჩევნები სულ 410 საარჩევნო უბანზე იმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

საარჩევნო პროცესს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
Print