ახალი ამბები
ბორჯომის პარკის განვითარების კონცეფციის გამოკითხვის შედეგები
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ვებ. გვერდზე დასრულდა გამოკითხვა!
გამოკითხვის თემა იყო, ბორჯომის პარკის განვითარების კონცეფცია, წარმოდგენილი იყო ორი ნამუშევარი.

ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ვებ. გვერდის მომხმარებლების მიერ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება


7929 ხმა
ასე გადანაწილდა:

კონცეფცია - ლევან ალიბეგაშვილის ავტორობით - 51.6% (4093 ხმა)

კონცეფცია - გიორგი ბასილაძის ავტორობით - 48.1% (3815 ხმა)

არცერთს - 0.3% (24 ხმა)

საბოლოოდ გამარჯვებულ კონცეფციას ბორჯომის მერიის შესაბამისი კომისია დაასახელებს.

შეგახსენებთ, კონკურსი ბორჯომის პარკის განვითარების, საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად, ბორჯომის მერიამ გამოაცხადა. მერიაში განსახილველად 6 ნამუშევარი შევიდა. მათგან კომისიამ 2 საუკეთესო გამოავლინა.


Print