ახალი ამბები
ბორჯომში ახალი კავალერიის კორპუსის რესტავრაცია იგეგმება
ბორჯომში, კოსტავას სახელობის ბაღში ყოფილი „ახალი კავალერიის კორპუსს“ რესტავრაცია ჩაუტარდება. ამ თემაზე პროექტის საჯარო განხილვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაწყო, რომელსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პროექტით დაინტერესებული მოქალაქეები და ,,საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შენობაში მუზეუმთან ერთად, მცირე სახელოვნებო სივრცეები მოეწყობა. ასევე განთავსდება მისაღები, სუვენირებისა და წიგნების მაღაზია, პატარა კაფე, დროებითი საგამოფენო დარბაზი, საპრეზენტაციო დარბაზი და საგანმანათლებლო სივრცე. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროექტი მოიცავს ვიზიტორთა ცენტრის გარშემო ტერიტორიების კეთილმოწყობასაც.
კავალერიის შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და 2020 წლის ბოლოს დასრულდება. შენობის რესტავრაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
ყოფილი „ბორჯომის კავალერიის შენობა“ 1880 წელს აშენდა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

Print