ახალი ამბები
დიპლომატიური ტური ბორჯომში
ბორჯომმა დღეს დიპლომატიურ ტურს უმასპინძლა. ტურის მონაწილეები დიდ ბრიტანეთში აკრედიტებული ყოფილი და მოქმედი ელჩები, პარლამენტის, ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები იყვნენ. ტური ლონდონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო და ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებას და ოფიციალურ შეხვედრებს მოიცავს.
Print