"ენერგო-პრო ჯორჯიას პასუხი უნდა მოეთხოვოს"- მამუკა ლურსმანაშვილი
17:03 / 19.04.2019
სოფელ სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების
განთავსებასთან დაკავშირებულ პროტესტს ტბის ადმინისტრაციული ერთეულის
დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით ენერგო-პრო ჯორჯიამ ფაქტიურად დანაშაული ჩაიდინა,
რაც კერძო საკუთრების ხელყოფას გულისხმობს,რისთვისაც ენერგოკომპანიამ
პასუხი უნდა აგოს.მისი განცხადებით პროექტის განხორციელება
თვითნებურად დაიწყო და მოსახლეობისთვის აზრი არავის უკითხავს.