ახალი ამბები
შშმ პირებისთვის სოციალური დახმარების პროგრამა გრძელდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი ეხებოდა სოციალურ პროგრამას,რაც წელიწადში ორჯერ პირველი ჯგუფის შშმ პირებისთვის  ფულად დახმარებას გულისხმობს.აღნიშნული პროგრამა დეპუტატების გადაწყვეტილებით გაგრძელდა,ამ ეტაპზე მონაცემთა ბაზაში 225 ბენეფიციარი ირიცხება თუმცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს ვინც ამ პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ მერიას მიმართონ, რათა მონაცემთა ბაზის განახლება მოხდეს და ფულადი დახმარება სხვა ბენეფიციარებმაც მიიღონ.




Print