ახალი ამბები
დაცულია თუ არა მოქალაქეთა უსაფრთხოება ახალდაბის ხიდის რეაბილიტაციის პროცესში
უკვე მეშვიდე თვეა რაც ახალდაბაში მცხოვრები ადგილობრივები  საფეხმავლო ხიდით ვეღარ სარგებლობენ. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვის წინ შპს „დიასერვისმა“ დაიწყო,თუმცა კომპანიამ სამუშაოები მიატოვა.ხიდის რეაბილიტაციის მიზნით ბორჯომის მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა,ამჯერად სამუშაოების შესრულება შპს  "ნიკა"-ს დაევალა,თუმცა როგორც დღეს ადგილობრივებმა განაცხადეს სამუშაოები დაახლოებით 4 დღეა ისევ შეჩერდა.მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით ხიდზე არ არის განთავსებული სპეციალური ლენტი და არც არანაირი ტიპის მანიშნებელი, რაც მიუთითებს რომ ხიდზე გადასვლა აკრძალულია.

როგორც ახალდაბაში ამბობენ ხიდი გადაკეტილი არ არის და შესაბამისად სანახევროდ რეაბილიტირებული ხიდით ახალდაბელები მაინც სარგებლობენ რაც მათთვის საფრთხისშემცველია.



Print