პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.

როგორც ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ განაცხადა, რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ.

“რელიკვიები საეკლესიო საცავში ინახება და იქ ცეცხლის გავრცელების რისკი არ არის” - განაცხადა ანდრე ფინომ.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შესძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა.ამ ეტაპზე ჯერ უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

 

Print