ახალი ამბები
პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში
სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში ვიზიტი ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.
მხარის გუბერნატორმა, მერებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე პროექტები, რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მოგვიანებით პრეზიდენტმა რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სამცხე-ჯავახეთში მოქმედი კომპანიები მოინახულა და სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ჩართულ მეწარმეებს შეხვდა.

ხვალ კი, სალომე ზურაბიშვილი ,,დედაენის დღის" აღსანიშნავად ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოებაც.







Print