ახალი ამბები
სადგერში ადგილობრივები მიწის დასამუშავებლად ტრაქტორს ითხოვენ
სადგერში მცხოვრები ადგილობრივები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, მიწის დასამუშავებლად ტრაქტორს ითხოვენ. მათი განცხადებით ტექნიკა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის,შესაბამისად მიწის მოსახნავად კერძო ტრაქტორს ქირაობენ.კერძო ტრაქტორი სადგერის გარდა სხვა სოფლებსაც ემსახურება,რაც რიგებს ქმნის და მიწის დამუშავების პროცესს აფერხებს.როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს,სანამ მისი მიწის დამუშავების რიგი დგება სხვებთან ნათესები უკვე ამოსულია.

ადგილობრივები მერიას კითხვით მიმართავენ შესაძლებელია თუ არა სამომავლო პერსპექტივაში თემისთვის ტრაქტორის გამოყოფა.საკითხის გასარკვევად ჩვენ ბორჯომის მერიას დავუკავშირდით,მათი განცხადებით მერიაში ამ თემაზე განცხადება არ შემოსულა და მათთვის თხოვნით არავის მიუმართავს.


Print