ახალი ამბები
1-ლი მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება
ამის შესახებ, თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ განაცხადა. მანვე თუთუნის რეალიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროდუქტის რეალიზაცია ხდება კანონდარღვევით, რადგან არ აქვთ გადახდილი აქციზი და შეფუთვა-მარკირების წესებიც დარღვეულია.

„ეს პროდუქტი საცალო ბაზარზე როგორც ნედლეული ისე გადის და არ იბეგრება მაშინ როცა 1 კილოგრამ თუთუნზე სადაბეგრი რეჟიმით 35 ლარია, ანუ მეწარმეები ამ თანხის გადახდას თავს არიდებენ. როგორც უაქციზო საქონლის რეალიზაცია, ეს არის ადმინისტრაციულად დასჯადი დანაშაული, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით ხდება უაქციზო საქონლის რეალიზაცია, ამ შემთხვევაში შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.

მეორე საკითხია შეფუთვა/მარკირება, როდესაც მომხმარებელს ტომრიდან ცელოფნის პარკში უყრიან 100-200 გრამს, ეს არის კანონდარღვევა, რადგან ის უნდა იყოს კანონის შესაბამისად შეფუთული, მარკირებული, პიქტოგრამა უნდა იყოს მასზე გამოსახული, უნდა ჰქონდეს გაფრთხილება სამედიცინო ქართულ ენაზე და ასევე აქციზი უნდა იყოს დაკრული. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მეწარმეს რეალიზაციის უფლება.

შესაბამისად, გამოდის რომ ამ პროდუქტის რეალიზაცია კანონდარღვევით ხდება, რადგან აქციზი არ აქვთ გადახდილი და შეფუთვა-მარკირების წესებიც დარღვეულია, რაზეც 2 ათასი ლარიდან არის საჯარიმო სანქცია. თუმცა, იანვრიდან, მას შემდეგ რაც ამ კუთხით სიტუაცია გამძაფრდა, დასჯილი ორგანიზაცია არ მინახავს“-აღნიშნა ბახტურიძემ.

„1-ლი მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუ თუთუნი, ელექტრო სიგარეტი, ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტი, სარეალიზაციოდ გაგაქვს, 3 თვით ადრე ვიდრე სარეალიზაციოდ სავაჭრო ქსელში გაიტან, ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინო ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული,“-განაცხადა ბახტურიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე ფასის გაზრდის შემდეგ მოქალაქეებმა სიგარეტის მოხმარების შემცირების ნაცვლად იაფი პროდუქტის, დაფასოებული თამბაქოს ყიდვა დაიწყეს.
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სადგერში მცხოვრები ადგილობრივები, ტყის მავნებელ მწერთან მბეჭდავ
ქერქიჭამიასთან ბრძოლის ღონისძიებებს არაეფექტურად მიიჩნევენ
17:17 / 22.04.2019
სადგერში მცხოვრები ადგილობრივები, ტყის მავნებელ მწერთან მბეჭდავ ქერქიჭამიასთან ბრძოლის ღონისძიებებს არაეფექტურად მიიჩნევენ
12:20 / 22.04.2019
ტესტ
{{VIDEO}}
ტესტ
{{VIDEO}}
ტესტ
სოფელ სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების
განთავსებასთან დაკავშირებულ პროტესტს ტბის ადმინისტრაციული ერთეულის
დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი გამოეხმაურა.
17:03 / 19.04.2019
სოფელ სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების განთავსებასთან დაკავშირებულ პროტესტს ტბის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი გამოეხმაურა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სოციალური
დახმარების პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
16:55 / 19.04.2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
16:29 / 19.04.2019
დღეს,ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 5 საკითხი განიხილეს.
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 1 - 3 °C
img
ახალციხე -2 - 4 °C
img
თბილისი 3 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -7 - -1 °C
img
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0298
GBP
GBP
1
3.5202
TRY
TRY
1
0.4986
USD
USD
1
2.6810