ჯგუფი "სილუეტი" საქართველოს ოლიმპიადის გამარჯვებულია
17:33 / 11.04.2019
თანამედროვე და სპორტული ცეკვების ჯგუფი “ სილუეტი “ საქართველოს
ოლიმპიადის გამარჯვებულია.თბილისში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე
ჯგუფმა პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებული ჯგუფი დიპლომით და თასით დაჯილდოვდა.ანსამბლის სამომავლო
გეგმები ბაქოში დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსს უკავშირდება.სილუეტი
აზერბაიჯანელი მაყურებლის წინაშე 5 მაისს წარსდგება.