ახალი ამბები
1 აპრილიდან 1 მაისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობა/პასპორტი უფასოდ გაიცემა
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უვადო, ქაღალდის ძველი პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდება ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 1 მაისამდე გაგრძელდება.

აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ, მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

დღევანდელი მონაცემებით, აქტიურ, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობს.



Print