ახალი ამბები
"ბაკურიანი-რეზიდენსში" ხანძრის გამომწვევ მიზეზს ექსპერტები დაადგენენ
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე საუბარი უჭირს მერის წარმომადგენელს ბაკურიანის ტერიტორიულ ერთეულში გოჩა გობრონიძეს. მისი განცხადებით, დღეს,ადგილზე ექსპერტებს ელოდებიან,რომლებიც ვითარებას შეისწავლიან და დასკვნა ამის შემდეგ გახდება ცნობილი. დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ,"ბაკურიანი-რეზიდენსის" ადმინისტრატორებიც,ნინო გელაშვილი ამბობს,რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

შეგახსენებთ,რომ სასტუმრო „ბაკურიანი-რეზიდენსში“ ხანძარი, გუშინ, დაახლოებით 13:00 სააათზე გაჩნდა, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა,დამწვარია სასტუმროს 3 სართული.



Print