ახალი ამბები
ბორჯომში ეკოტრანსპორტის შემოყვანა იგეგმება
ბორჯომში ეკოტრანსპორტის შემოყვანა იგეგმება. ველოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით ბორჯომის საკრებულოს ტერიტორიის გამოყოფის მიზნით მიმართეს. ველოსიპეტი,რომელსაც ძრავა ექნება ვიზიტორებს საშუალებას მისცემს გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით და ნაკლები ძალისხმევით სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულონ.საკრებულოში აცხადებენ,რომ ინიციატივა მისასალმებელია და ამ კუთხით ტურიზმის განვითარებას ხელი შეეწყობა.ველოსადგომი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კოსტავას სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.ველოსადგომის ამოქმედება და ეკოტრანსპორტის ექსპლუატაციაში შესვლა საკურორტო სეზონის დაწყებამდე იგეგმება.
Print