ახალი ამბები
ბაკურიანში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება

 

დაბა ბაკურიანში ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება. მერია სამუშაოებისთვის 298 000 ლარს გამოყოფს.

ასევე იგეგმება ავტოპარკის მოწყობაც. ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება,როგორც მერიაში ვარაუდობენ სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება.სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობა ბაკურიანის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება.

 


Print