ახალი ამბები
ბაკურიანში სასტუმრო იწვის
ბაკურიანში სასტუმრო "ბაკურიანი რეზიდენსში" ხანძარია. იწვის სასტუმროს სხვენი და მეხუთე სართული.

"ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, ამ დროისთვის მისი ლიკვიდაცია მიმდინარეობს და ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არის" - აცხადებს ბორჯომის მერის რწმუნებული ბაკურიანში გოჩა გობრონიძე.



ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.



Print