Error
ახალი ამბები
"მდუმარე დეპუტატები" სამცხე-ჯავახეთიდან

„ფლანგვის დეტექტორმა“ წლის „მდუმარე დეპუტატების" სია გამოაქვეყნა.

მათ შორის არიან ახალციხე-ადიგენის და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატები. გიორგი კოპაძეს და ენზელ მკოიანს პარლამენტში არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით, არ გაუკეთებიათ კომენტარი, არ დაუსვამთ კითხვა და შესაბამისად არ მიუღიათ მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად. ორივე დეპუტატი გამოირჩევა იმითაც, რომ მიკროფონით არც წინა წლებში უსარგებლიათ. გიორგი კოპაძის ანაზღაურება წელიწადში 50 364 ლარია, ენზელ მკოიანის კი 55 485 ლარი.

მდუმარე პარლამენტარების შენახვა 2018 წლის განმავლობაში 1,657,000 დაჯდა. 30 დეპუტატიდან 24 ქართული ოცნებიდანაა.

ლევან ბეჟანიძე – 55 485 ლარი
რუსლან გაჯიევი – 43 788 ლარი
ელგუჯა გოცირიძე – 55 485 ლარი
მახირ დარზიევი – 60 285 ლარი
მუხრან ვახტანგაძე – 56 865 ლარი
ცოტნე ზურაბიანი – 56 958 ლარი
გიორგი თოთლაძე – 44 660 ლარი
ედიშერ თოლორაია – 43 200 ლარი
შალვა კიკნაველიძე 56 865 ლარი
გიორგი კოპაძე – 50 364 ლარი
თეიმურაზ კოხრეიძე – 60 285 ლარი
იოსებ მაკრახიძე – 55 485 ლარი
სამველ მანუკიანი – 55 485 ლარი
სავალან მირზოევი – 45 132 ლარი
ენზელ მკონიანი – 55 485 ლარი
რომან მუჩიაშვილი – 55 485 ლარი
თამაზ ნავერიანი – 55 485 ლარი
დიმიტრი სამხარაძე – 61 665 ლარი
გოდერძი ჩანქსელიანი – 55 485 ლარი
არჩილ ხაბაძე – 60 285 ლარი
ფატი ხალვაში – 55 485 ლარი
ირაკლი ხახუბია – 55 485 ლარი
ვიქტორ ჯაფარიძე – 42 000 ლარი
თენგიზ ხუბულური – 56 865 ლარი
კობა ნაყოფია – 60 285 ლარი
აზერ სულეიმანოვი – 60 285 ლარი
ზაზა კედელაშვილი – 61 665 ლარი
გიორგი ღვინიაშვილი – 65 039 ლარი
გელა მიქაძე – 55 271 ლარი
რამაზ ნიკოლაიშვილი – 60 285 ლარი

წყარო: ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი.

 

Print