ახალი ამბები
სუს-მა თაღლითობის ფაქტზე ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი ამხილა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები: კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გ, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სამველ ო, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში გელა მ. და კომისიის ყოფილი წევრი, ქონების მართვის სააგენტის ყოფილი თანამშრომელი მამუკა პ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ყ-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. ამავე კომისიის თავმჯდომარე ზაზა გ-მ და კომისიის წევრებმა სამველ ო-მ, გელა მ-მ და მამუკა პ-მ სამსახურებრივი მოვალეობისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო არ შეისწავლეს ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. აღნიშნული ქმედების შედეგად ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის
ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში
სიახლეა.
14:31 / 19.04.2024
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ
კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
20:32 / 17.04.2024
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების
დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
09:52 / 16.04.2024
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.