ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში
გიორგი გახარია  სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს რეგიონალურ ბაზას ეწვია, ახლადგახსნილი ცხრაწყაროს საგუშაგო დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.
დაცვითი ღონისძიებების მეტად ეფექტიანად განხორციელებისა და პირადი შემადგენლობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ცხრაწყაროს მონაკვეთზე ახალი, კეთილმოწყობილი კაპიტალური ბაზა აშენდა, რაც ყაზარმას, სამორიგეოს, სასადილოს, ასევე, თოვლმავლებისა და კვადროციკლების ავტოფარეხს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული მილსადენების საქართველოს მონაკვეთის ნაწილი წალკა-ტაბაწყური-ბაკურიანის ყველაზე რთულ დასაცავ პერიმეტრზე გადის. ცხრაწყაროს უღელტეხილზე მდებარე საგუშაგო ზღვის დონიდან 2450 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც ტემპერატურა ხშირ შემთხვევაში -10-დან -35 გრადუსამდე ეცემა.
პროექტის ფარგლებში ბაზაზე შეიცალა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემაც, კერძოდ, დამონტაჟდა „ბულეტ“ ტიპის ანალიტიკური ფუნქციის მქონე სტატიკური კამერები, რომლებიც აღნიშნული მონაკვეთის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეირჩა. ბაზა ასევე აღიჭურვა მოძრავი ვიდეოკამერით, რომელიც ექსტრემალურ პირობებში შეუფერხებლად მუშაობს.
ცხრაწყაროს საგუშაგოს შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაკურიანში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში მშენებარე პოლიციის შენობა დაათვალიერა. ბაკურიანის ახალი პოლიცია და დროებითი მოთავსების იზოლატორი ზაფხულში გაიხსნება. მზარდი ტურისტული ნაკადების გათვალისწინებით, ახალ შენობაში ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლების გარდა, სეზონურად საპატრულო პოლიციის სპეციალური დანაყოფებიც განთავსდებიან.
გიორგი გახარიამ, ბორჯომში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მშენებარე ინფრასტრუქტურაც მოინახულა, სადაც ახალი სახანძროს შენობის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და 29 მანქანით, მთლიანად ბორჯომს მოემსახურება.
შინაგან საქმეთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოლიციის სამმართველოებსაც ესტუმრა, მათ შორის ახალქალაქის განახლებული პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასპინძის ბაზაც დაათვალიერა. გიორგი გახარიამ თანამშრომლებს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები პირადად გააცნო.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2018 წელს, სამცხე ჯავახეთის რეგიონს სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 20-მდე მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 100 სამხრე კამერა გადაეცა.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს შინაარსობრივი რეფორმები და პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება. შეიცვალა სამსახურში მიღების წესი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა, რაც იმას ნიშნავს რომ საპოლიციო საქმიანობას მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის და მომზადებული კადრები განახორციელებენ. ამჟამად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 24 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსია გამოცხადებული.

ნახეთ,შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალა.


























FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.დეპუტატებმა 16 საკითხი
განიხილეს.ცვლილებები შევიდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის
ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში.
17:41 / 24.03.2019
ბორჯომში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.დეპუტატებმა 16 საკითხი განიხილეს.ცვლილებები შევიდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში.
ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის
15:34 / 24.03.2019
ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის "კომფორტის ზონა" ფარგლებში,ბორჯომის N6 საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩატარდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში დამცავი კედლის მოწყობას
ითხოვენ.პრობლემას სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე არსებული,ჩამოშლილი
კედელი ქმნის ,საიდანაც ქვები ყოველდღიურად ცვივა.ადგილობრივები
ამბობენ,რომ აქ გადაადგილება საფრთხისშემცველია.დვირელებმა დახმარების
მიზნით, ბორჯომის მერიას განცხადებით მიმართეს.

როგორც მერის მოადგილე ბუბა ბერიძე აცხადებს,აღნიშნული პრობლემის
შესახებ მათთვის ცნობილია და დამცავი კედელი მიმდინარე წლის ბოლომდე
მოეწყობა.
15:05 / 24.03.2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში დამცავი კედლის მოწყობას ითხოვენ.პრობლემას სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე არსებული,ჩამოშლილი კედელი ქმნის ,საიდანაც ქვები ყოველდღიურად ცვივა.ადგილობრივები ამბობენ,რომ აქ გადაადგილება საფრთხისშემცველია.დვირელებმა დახმარების მიზნით, ბორჯომის მერიას განცხადებით მიმართეს.

როგორც მერის მოადგილე ბუბა ბერიძე აცხადებს,აღნიშნული პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია და დამცავი კედელი მიმდინარე წლის ბოლომდე მოეწყობა.

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბორჯომში დასუფთავების აქცია
მოეწყო.
14:40 / 24.03.2019
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბორჯომში დასუფთავების აქცია მოეწყო.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1967 წელს დაბადებული
13:01 / 24.03.2019

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 1 - 3 °C
img
ახალციხე -2 - 4 °C
img
თბილისი 3 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -7 - -1 °C
img
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0298
GBP
GBP
1
3.5202
TRY
TRY
1
0.4986
USD
USD
1
2.6810