ახალი ამბები
საცხოვრებელი ფართის გაქირავებისას ფიზიკური პირი, 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება

საცხოვრებელი ფართის არასაცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას ფიზიკური პირი შესაძლოა, 20%-ის ნაცვლად 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს.


 

ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტშია აღნიშნული.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზეზს იმ ფიზიკურ პირთა ხელშეწყობა წარმოადგენს, რომლებიც ბინებს, სახლებს ან მათ ნაწილებს აქირავებენ. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, საცხოვრებელი სახლის ამავე დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 5%-ით, თუმცა თუ ფართი სხვა, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით გაქირავდება, მაშინ 20%-ით იბეგრება.

აღნიშნული კი პროექტის ავტორის შეფასებით, არათანაბარ ვითარებაში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელ სახლს აქირავებს საოფისე დანიშნულებით. აგრეთვე, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაა, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ დაუბეგრავი თანხები მიმართონ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში.

„კანონპროექტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ 2018 წლის განმავლობაში სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, საშემოსავლო გადასახადმა ფიზიკური პირების მიერ იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან ჯამურად 33.97 მლნ ლარი შეადგინა. ეს მონაცემები ეყრდნობა ერთის მხრივ ფიზიკურ პირებზე გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის საგადასახადო წილს - 5%-ს, ხოლო მეორეს მხრივ 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც იხდიან მოქალაქეები საოფისე ან კომერციული დანიშნულებით საცხოვრებელი ფართით გაქირავებისას. ზუსტი გათვლა, რომელი რამდენს იხდის ამ ეტაპზე შეუძლებელია, შესაბამისად, ვიცით, რომ მაქსიმალური ზღვარი 34 მლნ ლარია“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ
კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
20:32 / 17.04.2024
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების
დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
09:52 / 16.04.2024
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ
ორგანიზა­ცი­­ის,
14:57 / 15.04.2024
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ ორგანიზა­ცი­­ის,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.