ახალი ამბები
ბორჯომში არსებული ხიდები რეაბილიტაციის მოლოდინში
ბორჯომის მერიამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5 ხიდის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა,გამარჯვებულმა კომპანიამ 5 ხიდიდან 2-ის რეაბილიტაცია მოახდინა და სამუშაოები მიატოვა. მერიაში აცხადებენ, რომ 3 ხიდის რეაბილიტაციის მიზნით,მათ ახალი ტენდერი უკვე გამოცხადეს,კონტრაქტორ კომპანიას კი არაკეთილსინდისიერების გამო სანქციები დაეკისრა, ხელშეკრულება შეუწყდა და შავ სიაში შევიდა.

აღნიშნული ხიდების გარდა,რეაბილიტაციას საჭიროებს ქალაქის ცენტრში არსებული ე.წ „სილამაზის ხიდიც“,რომელიც სახელწოდებას წლებია ვეღარ ამართლებს.ხიდის სრული რეაბილიტაცია 2 წლის წინ მერიას 113 000 ლარი დაუჯდა,თუმცა ხიდი კვლად
პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა,დაზიანებულია როგორც საავტომობილო,ასევე ფეხით სავალი ნაწილი,ხიდზე გადადგილება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია.

კონკრეტულად,როდის მოხდება ხიდების რეაბილიტაცია ბორჯომში,თემით ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაინტერესდა.


Print