ახალი ამბები
ახალი პროგრამა საქართველოს 12 დაცული ტერიტორიისთვის
საქართველოს 12 დაცული ტერიტორია მიიღებს მრავალმხრივ დახმარებას გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) , რომელიც დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გამყარებას და საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას მოხმარდება.

ხუთწლიანი პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება შემდეგ 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა 2023 წლამდე გაგრძელდება.

„ბიომრავალფეროვნების გარეშე დედამიწაზე სიცოცხლის არც ერთი სხვა ფორმა, მათ შორის ადამიანიც, აღარ იარსებებს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

„მცენარეებისა და ცხოველების სახეობების გადაშენების მაჩვენებლებმა შემაშფოთებელ ზღვარს მიაღწია. დაცული ტერიტორიები უნიკალური რესურსია, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ეკოსისტემების კონსერვაცია და აღდგენა და დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნება“, - დასძინა მან.

„დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის, რაც უზრუნველყოფს 12 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მდგრადობასა და გაძლიერებას“, - განაცხადა იური ნოზაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

„ამჟამად დაცული ტერიტორიები საქართველოს მთლიანი ფართობის 8 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომავალი რვა წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდე გაიზრდება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით შესაძლებლობა გვეძლევა გავზარდოთ დაცული ტერიტორიების სისტემის ეფექტიანობა და მდგრადობა“.


პროგრამის ბიუჯეტში გაერთიანებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გრანტი (1.8 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება (4.8 მილიონი აშშ დოლარი), კავკასიის
ბუნების ფონდის (CNF) წილი (3.1 მილიონი აშშ დოლარი) და საქართველოს ბანკის წილი (200,000 აშშ დოლარი).
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6711 ლარი გახდა.
16:08 / 19.04.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა.
2024 წლია იანვარ-მარტში
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა,
ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
12:07 / 19.04.2024
2024 წლია იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6699 ლარად ივაჭრება.
11:39 / 18.04.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6699 ლარად ივაჭრება.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ
ორგანიზა­ცი­­ის,
14:57 / 15.04.2024
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ ორგანიზა­ცი­­ის,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.