ახალი ამბები
შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს
2023-2024 წლიდან შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ , ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, კომბინირებული გამოცდის გარდა უნივერსიტეტები აბიტურიენტებს სამოტივაციო წერილითა და პროექტებში მონაწილეობით შეაფასებენ.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ისევე, როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს და მასში მიმდინარე პროცესებს, შემდეგ წავალთ იქეთკენ, რომ სკოლების აკადემიური მიღწევები განიხილებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში.კერძოდ, რას აკეთებდა კონკრეტული მოსწავლე 12 წლის განმავლობაში როგორც საგანში, ასევე კლასგარეშე საქმიანობებში, რამდენად ლიდერული იყო, რამდენად აქტიური იყო. შესაძლებელია იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელიც იქნება საგნის და უნარის კომბინაცია და ამის გარდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მას შეარჩევს. ეს არის შორეული პერსპექტივა. ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ქართული ენისა და ლიტერატურის და უნარების კომბინირებული გამოცდა. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით, დავგეგმავთ და წინ წავალთ ისე, რომ 2023-2024 წელს შესაძლებელი გახდეს ამის დანერგვა"- განაცხადა აბულაძემ.
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომში,სოფელ კორტანეთში მცხოვრები მოსახლეობა მრავალწლიან
პრობლემაზე საუბრობს.სოფლის სასაფლაო შემოღობილი არ არის
16:18 / 24.04.2019
ბორჯომში,სოფელ კორტანეთში მცხოვრები მოსახლეობა მრავალწლიან პრობლემაზე საუბრობს.სოფლის სასაფლაო შემოღობილი არ არის
ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი პროექტის “კომფორტის ზონა”
ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს.მორიგი აქტივობა
ბორჯომის #6 საჯარო სკოლაში გაიმართა
10:38 / 24.04.2019
ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი პროექტის “კომფორტის ზონა” ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს.მორიგი აქტივობა ბორჯომის #6 საჯარო სკოლაში გაიმართა
სადგერში მცხოვრები ადგილობრივები, ტყის მავნებელ მწერთან მბეჭდავ
ქერქიჭამიასთან ბრძოლის ღონისძიებებს არაეფექტურად მიიჩნევენ
17:17 / 22.04.2019
სადგერში მცხოვრები ადგილობრივები, ტყის მავნებელ მწერთან მბეჭდავ ქერქიჭამიასთან ბრძოლის ღონისძიებებს არაეფექტურად მიიჩნევენ
12:20 / 22.04.2019
ტესტ
{{VIDEO}}
ტესტ
{{VIDEO}}
ტესტ
სოფელ სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების
განთავსებასთან დაკავშირებულ პროტესტს ტბის ადმინისტრაციული ერთეულის
დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი გამოეხმაურა.
17:03 / 19.04.2019
სოფელ სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების განთავსებასთან დაკავშირებულ პროტესტს ტბის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი გამოეხმაურა.
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 1 - 3 °C
img
ახალციხე -2 - 4 °C
img
თბილისი 3 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -7 - -1 °C
img
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0298
GBP
GBP
1
3.5202
TRY
TRY
1
0.4986
USD
USD
1
2.6810