ახალი ამბები
მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯება 200-დან 5 000-ლარამდე დაჯარიმდება
იმ შენობა-ნაგებობის რემონტის, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება. მთვარობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

პროექტის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, რომელიც საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში მდებარეობს, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშე მომზღუდავი ან მზიდი კონსტრუქციები, გამოწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე, შენობა-ნაგებობის მდებარეობის მიხედვით.

სანქცია არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც საცხოვრებელი მიზნით გამოიყენება.

ამასთან, პროექტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება, მესაკუთრეს მითითება მისცეს, რომლითაც დარღვევის გამოსასწორებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შემოწმების აქტს შეადგენს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა განსაზღვრულ ვადაში, მესაკუთრეს ჯარიმა დაეკისრება.

როგორც მთავრობა განმარტავს, პროექტის მიღების შემთხვევაში, შემცირდება ავარიული და უსახური შენობა-ნაგებობების რაოდენობა, რაც თავის მხრივ, ქვეყანას ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველს გახდის. მათივე განმარტებით, ამგვარი შენობების შემცირება მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების რისკის მატარებლები არიან.
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომში,სოფელ კორტანეთში მცხოვრები მოსახლეობა მრავალწლიან
პრობლემაზე საუბრობს.სოფლის სასაფლაო შემოღობილი არ არის
16:18 / 24.04.2019
ბორჯომში,სოფელ კორტანეთში მცხოვრები მოსახლეობა მრავალწლიან პრობლემაზე საუბრობს.სოფლის სასაფლაო შემოღობილი არ არის
ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი პროექტის “კომფორტის ზონა”
ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს.მორიგი აქტივობა
ბორჯომის #6 საჯარო სკოლაში გაიმართა
10:38 / 24.04.2019
ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი პროექტის “კომფორტის ზონა” ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს.მორიგი აქტივობა ბორჯომის #6 საჯარო სკოლაში გაიმართა
სადგერში მცხოვრები ადგილობრივები, ტყის მავნებელ მწერთან მბეჭდავ
ქერქიჭამიასთან ბრძოლის ღონისძიებებს არაეფექტურად მიიჩნევენ
17:17 / 22.04.2019
სადგერში მცხოვრები ადგილობრივები, ტყის მავნებელ მწერთან მბეჭდავ ქერქიჭამიასთან ბრძოლის ღონისძიებებს არაეფექტურად მიიჩნევენ
12:20 / 22.04.2019
ტესტ
{{VIDEO}}
ტესტ
{{VIDEO}}
ტესტ
სოფელ სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების
განთავსებასთან დაკავშირებულ პროტესტს ტბის ადმინისტრაციული ერთეულის
დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი გამოეხმაურა.
17:03 / 19.04.2019
სოფელ სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების განთავსებასთან დაკავშირებულ პროტესტს ტბის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი გამოეხმაურა.
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 1 - 3 °C
img
ახალციხე -2 - 4 °C
img
თბილისი 3 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -7 - -1 °C
img
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0298
GBP
GBP
1
3.5202
TRY
TRY
1
0.4986
USD
USD
1
2.6810