ახალი ამბები
მართლმადიდებელი ეკლესია დავითობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.

წმინდა მეფემ მის აღმზრდელთან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად შეძლო შეესრულებინა ის დიდი საქმე, რასაც საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და ოქროს ხანის დადგომა ჰქვია.

1121 წელს წმინდა მეფე დავითმა დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. წმინდა მეფე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართულ ეკლესია-მონასტრებსაც შეეწეოდა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.

წმინდა მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.

ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.
Print