ახალი ამბები
ბორჯომში ტექდათვალიერების ცენტრი იხსნება
ბორჯომში, სოფელ ზანავთან, ტექდათვალიერების ცენტრი აშენდა. ცენტრი მომავალ კვირაში გაიხსნება. აქ ტექდათვალიერების გავლა საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ავტომანქანას შეეძლება.




ავტო-ტექინსპექტირების კომპანია „გრინვეი საქართველოს“ პიარისა და კომუნიკაციის მენეჯერი ხატია ყურაშვილი ამბობს, რომ ცენტრში ტექნიკური დათვალიერების გავლა მსუბუქ და მცირე რაოდენობის მგზავრებზე გათვლილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ.


ცენტრში 6 ადამიანი დასაქმდება.

ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მხოლოდ ერთი, ახალციხეში არსებული ცენტრი ემსახურებოდა.







Print