ახალი ამბები
დვირში საბავშვო ბაღი შენდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ბაღის ძველი შენობის დემონტაჟის შემდეგ ამავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღი აშენდება. ამ ეტაპზე საძირკველის მშენებლობა მიდინარეობს.
სოფელში საბავშვო ბაღი დაახლოებით 20 წელია არ ფუნქციონირებს. ადგილობრივებს ბავშვების ტარება ქალაქის ბაღებში უწევთ.
ახალი ბაღი ერთსართულიანი იქნება და 45 აღსაზრდელზეა გათვლილი. აღიჭურვება ახალი ტექნიკითა და ინვენტარით. ბაღში ადგილობრივები დასაქმდებიან.
მშენებლობის დასრულება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ახალი სასწავლო წლიდან ბაღი სამი სოფლის დვირის, ქვაბისხევის და ჩითახევის მოსახლეობას მოემსახურება.

Print