ახალი ამბები
ქაშვეთის ტაძარში, ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს
ქვაშვეთის ტაძარში ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. სამძიმარზე მიდიან ახლობლები, მეგობრები, კოლეგები, პოლიტიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები.

ჟურნალისტს ქაშვეთის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა არაერთ მედიასაშუალებაში. იყო რადიო "ჯაკოს" სპორტული კორესპონდენტი, მუშაობდა ტელევიზიებში: "იმედი", "მეცხრე არხი", "მაესტრო", "იბერია" და "ტვ პირველი".
Print