ახალი ამბები
459 გარდაცვლილი და 9 047 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შინაგან საქმეთა
სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს:

საგზაო შემთხვევები 2017 წელთან შედარებით 6 პროცენტითაა გაზრდილი, 

სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში სულ 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 517 ადამიანი დაიღუპა და 8 461 დაშავდა.

„2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიები გაიზარდა 6%- ით, დაშავებულთა რაოდენობა - 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. თბილისში წინა წელთან შედარებით სამივე მაჩვენებელი გაზრდილია, საგზაო შემთხვევები 7%-ით, დაშავებულთა რაოდენობა - 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა - 4%-ით. 2018 წელს დაიღუპა 21 მოზარდი (16 წლამდე), მათ შორის 8 ქვეითი, ხოლო დაშავდა 1012 მოზარდი, მათ შორის 343 ქვეითი“, - აცხადებენ ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“.
Print