ახალი ამბები
დღეიდან იმ ავტომანქანების მძღოლები,ვისაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ დაჯარიმდებიან

ე.წ. "ჭკვიანი" კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება,

რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა.

 

FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), „ეროვნულ
დემოკრატიულ ინსტიტუტთან“ (NDI) ერთად და საქართველოს პარლამენტის
გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს
15:37 / 18.03.2019
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან“ (NDI) ერთად და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს
პირველად კვლევის ისტორიაში, ჯიხვის გადაადგილებაზე მონიტორინგი
თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საყელოებით მიმდინარეობს.
14:31 / 18.03.2019

პირველად კვლევის ისტორიაში, ჯიხვის გადაადგილებაზე მონიტორინგი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საყელოებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას, ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი
ავრცელებს. მათი განცხადებით,პროკურატურის პრესსამსახურში განმარტეს,
რომ აღნიშნული პოზიცია ზაზა მეტონიძემ 15 მარტს დაიკავა.
13:20 / 18.03.2019
ამის შესახებ ინფორმაციას, ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი ავრცელებს. მათი განცხადებით,პროკურატურის პრესსამსახურში განმარტეს, რომ აღნიშნული პოზიცია ზაზა მეტონიძემ 15 მარტს დაიკავა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს
სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა.
10:42 / 18.03.2019
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა.
დიდ დიღომში, ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი მკურნალობას
კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. მისი
მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
10:09 / 18.03.2019

დიდ დიღომში, ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი მკურნალობას კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კვირის პოპულარული
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 1 - 3 °C
img
ახალციხე -2 - 4 °C
img
თბილისი 3 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -7 - -1 °C
img
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0298
GBP
GBP
1
3.5202
TRY
TRY
1
0.4986
USD
USD
1
2.6810
«« მარტი 2019 »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31