ახალი ამბები
ბორჯომელი სალომე ქემაშვილი სავარაუდოდ „ღორის გრიპის“ ვირუსით გარდაიცვალა
22 წლის სალომე ქემაშვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალი ინფექციურში 2 იანვარს უგონო მდგომარეობაში ბორჯომიდან გადაიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

სალომემ ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა. დაოჯახების შემდეგ თბილისში ცხოვრობდა. იგი ცნობილი კომპოზიტორის, მანანა იმედაძის რძალია.

სამწუხარო ინფორმაცია "ფეისბუქზე" იმედაძემ თავად გაავრცელა.
"გამიფრინდა ჩემი ანგელოზი ხალხნოოოოოო!!!" - წერს კომპოზიტორი სოციალურ ქსელში.

სალომე ქემაშვილს წლინახევრის შვილი დარჩა.

https://betsforcrypto.com
Print