ახალი ამბები
ბორჯომში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა
ახალი წლის მთავარი სიმბოლო ქალაქის ცენტრში, რუსთაველის მოედანზეა განთავსებული. მანათობელი ფიგურებით არის მორთული მიდებარე ტერიტორია.
ნაძვის ხის გარშემო შეკრებილი პატარების განწყობაზე ადგილობრივმა შემსრულებლებმა, თოვლის ბაბუამ და ჯამბაზებმა იზრუნეს. პატარებმა მათთან სამახსოვროდ ფოტოები გადაიღეს და საჩუქრად ტკბილეული მიიღეს.
ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.
შეგახსენებთ ბორჯომში წლების განმავლობაში ხელოვნური ნაძვის ხე არ დადგმულა. საახალწლოდ ბუნებრივ ნაძვს რთავდნენ.


Print