„ხმა აიმაღლე სხვისი უფლებებისთვის დღეს"- ახალი პროექტი წაღვერის სკოლაში
19:44 / 05.12.2018
დაბა წაღვერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „პირამიდამ“ ახალი
პროექტის განხორციელება დაიწყო,
სახელწოდებით: „ხმა აიმაღლე სხვისი უფლებებისთვის დღეს„
პროექტის მიზანია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი
მიძღვნილი კვირეულის ჩატარება, რომელმაც სტარტი 3 დეკემბრიდან აიღო და
10 დეკემბრს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბის წევრები დღეს არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.შეხვედრა კითხვა-პასუხის
რეჟიმში წარიმართა.ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრისა“ და
„ნაკრესის“ წარმომადგენლებმა ლევან თაბუნიძემ და ნინი ჯიქურაშვილმა
მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
ხვალ სამოქალაქო კლუბი "პირამიდა" პრეზიდენტს აირჩევს,რომელიც კლუბის
საქმიანობას წარმართავს და აქტივობების დაგეგმვაში აქტიურ
მონაწილეობას მიიღებს.იმიტირებულ არჩევნებში 4 მოსწავლე
მონაწილეობს.