ახალი ამბები
მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს
დღეს მთავარანგელოზობაა, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე წმინდა მთავარანგელოზების, მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა: გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.

წმინდა მთავარანგელოზების კრების აღნიშვნა IV საუკუნის დასაწყისში ლაოდიკიის კრებაზე გადაწყდა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა. ანგელოზთა დასი სამ იერარქიად იყოფა. უმაღლეს იერარქიას სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი შეადგენენ.
Print